ბათუმში სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც სტუდენტებში შრომისმოყვარეობის ამაღლება, სტუდენტების მხარდაჭერა, ქალაქის განვითარებისა და კეთილმოწყობის საქმეში სტუდენტების ჩართვაა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათსა და კვირას, სტუდენტები სანაპირო ზოლის, ქალაქის ცალკეული უბნების დასუფთავებასა და გამწვანებაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, ჩაერთვებიან მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემის დანერგვის პროცესში.
მიმდინარე წელს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, სულ გათვალისწინებულია 608 სტუდენტის დასაქმება, აქედან პირველი ეტაპის სამუშაოში დასაქმებულია 304 სტუდენტი. სტუდენტთა დასაქმების II ეტაპი აგვისტოში გაიმართება,
თითოეულ ეტაპზე სტუდენტები ანაზღაურების სახით 200 ლარს მიიღებენ. პროგრამას ქალაქის მერია უკვე მე-5 წელია ახორციელებს