ხვალ, 31 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. 127) თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ეროვნული საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე), ოპერის თეატრის სოლისტები _ მზია დავითაშვილი, ნინო ჩაჩუა, ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური. დირიჟორის ამპლუაში მსმენელთა წინაშე წარსდგება ირაკლი ჩოლოყაშვილი.
პროგრამაშია ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებები.