რუსეთის პირველი არხი ავრცელებს ინფორმაციას ჩეჩენი ბოევიკების და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის შესახებ. სრული ინფორმაცია გაშუქებული იქნება დღეს 22:30-ზე ანტონ ვერნიცკოს დოკუმენტურ ფილმში ,,კავკასია 2 მეტასტაზები".
წინაწარ არსებული ინფორმაციით ფილმში ქართული სპეცსამსახურების ჩეჩენ ბოევიკებთან თანამშრომლობას ადასტურებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკი ოქრუაშვილი.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ შეუქმნია საზღვარზე გადასასვლელი დერეფანში მოსკოვში და ვოლგადონსკში 1999 წელს მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორის აჩიმეზიუ გოჩიაევისთვის.
ირაკლი ოქუაშვილი ამბობს, რომ შინაგანს საქმეთა სამინისტრო მუშაობდა მათთვის კორიდორის შექმნაზე, მე თავად ვიყავი ამის თვითმხილველი. ერთხელ მათ დაღესტნდან თურქეთში და უკანა გზაზეც გაუკეთდა კორიდორი.
ფილმში ასევე ნაჩვენები იქნება დოკუ უმაროვის ნოუთბუქიდან ამოღებული მასალები ქართული სპეცსამსახურებისა და უმაროვის დაჯგუფების ურთიერთობის შესახებ.