ესპანეთის „ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ლონდონში, განახლებულ "უემბლის" სტადიონზე, 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ბარსელონამ" ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში პირველ ტაიმში პედრომ გახსნა (27-ე წუთი), რუნიმ 35-ე წუთზე ანგარიში გაატანბრა. მეორე ტაიმსი ბარსელონა მესიმ დააწინაურა, ხოლო ვილიამ ანგარიში სამამდე გაზარდა.
დღევანდელი გამარჯვებით კატალონიის „ბარსელონა" ჩემიპნათა ლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.
დღევანდელ სეხვედრამდე ევროტურნირების ფინალში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. პირველ ჯერზე "მანჩესტერმა" მოიგო, მეორედ კი - "ბარსელონამ". ურთიერთშეხვედრების ისტორიაში თანაფარდობაა - 3-3 მოგება და 4 ფრე იყო;
ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში, 7 თამაშიდან, "ბარსელონას" 4 მოგება და სამი წაგება აქვს.; "მანჩესტერმა" კი 4 მცდელობიდან 3-ჯერ მოიგო.