დღეს, 28 მაისს, თბილისში "შევარდენისა" და "ავჭალის" სარაგბო მოედნებზე 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო "ალაფის" მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.
14:00 საათზე შევარდენის სტადიონზე სამოას და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა გაიმართება, ამავდროულად, "ავჭალის" სტადიონზე იაპონიისა და კანადის ნაკრებების შეხვედრა დაიწყება.
16:00 საათზე "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება კანადისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა.
18:00 საათზე ავჭალაში გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს გუნდს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო "ალაფი" 24 მაისს კანადის ნაკრების დამარცხებით გახსნა. ქართველებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 38 : 9 დაამარცხეს.