საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2011 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ელჩს არვიდას საბონისს შეხვდა.
საბონისი სააკაშვილმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე სტუმარმა პრეზიდენტს ჯილდოსთვის მადლობას გადაუხადა და სიმბოლურ საჩუქრად ლიტვის საკალათბურთო ნაკრების მაისური გადასცა.
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში სწორედ ლიტვაში გაიმართება. ისტორიაში პირველად, ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს.