ხვალ, 28 მაისს, 15:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გამომცემლობა "ზებრა გრუპი" აწყობს თანამედროვე ფრანგი მწერლის, ბრუნო მიუსკას სათავგადასავლო წიგნის "მეფის ასული ზელინას" პრეზენტაციას.
წიგნი განკუთვნილია 7 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისთვის და დიდი პოპულარულობით სარგებლობს საფრანგეთში. ამას, პირველ ყოვლისა, განაპირობებს ის საინტერესო ამბები, რომელიც ნებისმიერი ეროვნების პატარა გოგონასთვის საოცნებო სამყაროში ხდება.
წიგნების ილუსტრაციები ზუსტადაა გათვლილი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ხოლო თითოეული წიგნი ისეთი მოცულობისაა (არა უმეტეს 80 გვერდისა), რომ მისი წაკითხვა პატარა მკითხველს არ გაუჭირდეს.
"ზებრა გრუპი" ქათულ ენაზე, ამ სათავგადასავლო სერიის პირველი სამ წიგნს წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე მისულ პატარა მკითხველი მეფის ასულის თავგადასავლებით მდიდარ სამყაროში მოხვდება. ამაში მათ დაეხმარებიან წიგნის პერსონაჟების სამოსში გამოწყობილი პატარა გოგონები და რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე, რომელიც "მეფის ასულ ზელინას" პირველ ორ თავს წაიკითხავს.