ხვალ, 28 მაისს, 11:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში, "გიგა რთველიაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში", გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული მოჭიდავის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ქართულ ჭიადობასა და სამბოში _ გიგა რთველიაშვილის სახელობის ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მცეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სპორტსმენები _ 11 წონით კატეგორიაში (წონითი კატეგორიები: 35, 40, 45, 50,55,60,65,70,75,80 და +80კგ).
ჭიდაობის ტურნირის ორგანიზატორები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება და მცხეთა-მთიანეთის ქართული ჭიდაობის რეგიონული ფედერაცია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებითა და სამახსოვრო სიგელებით, ხოლო მთავარ პრიზად დაწსებულია "ყოჩი".