სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აქციის დარბევისას დაკავებულ არც ერთ პირს არ წარედგინება.
ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და მას კატეგორიულად უარყოფს.
"მათი უმრავლესობა დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ხულიგნობისა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულისათვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევისას სამართალდამცველებმა სულ 90-მდე პირი დააკავეს.