რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დღეს მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება მდინარე ფსოუზე საავტომობილო ხიდების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის შესახებ.
"აფხაზეთის მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის მდინარე ფსოუზე სოფლებს ვესიოლოესა (რუსეთის ფედერაცია) და გრიჩრიშპს (აფხაზეთი) შორის საავტომობილო ხიდების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას დღეს მოსკოვში მოეწერა ხელი", _ იუწყება აფხაზური მედია.
მათი ინფორმაციით, სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოაწერა.