დღეს, 26 მაისს, 17:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი `ტორპედო ქუთაისი" და `გაგრა" შეხვდება.
`ტორპედო ქუთაისი" ლეგენდარული საფეხბურთო კლუბია, რომელზედაც მზრუნველობა ვისოლ ჯგუფმა იკისრა. გუნდის მფლობელმა საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისს" უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს. დღესდღეობით ვისოლ ჯგუფმა კლუბის წარმატებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისათვის 5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ბოლო პერიოდში `ტორპედო ქუთაისის" წარმატებული თამაშების ფონზე გუნდს ამბიციური გეგმები აქვს და დავით ყიფიანის თასის მოგებას გეგმავს.