ერთი პოლიციელი და აქციის ერთი მონაწილე, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დაიღუპნენ წუხელ ღამით აქციის დაშლის დროს. ეს განცხადება შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დაღუპულები არიან პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციის მონაწილე, ყოფილი პოლიციელი 54 წლის ნოდარ ცხადაძე.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში ეს ადამიანები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა მისი მეუღლის ესკორტი აქციას ატოვებდა.
შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოებში 37 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი ქალია, ერთი ჟურნალისტი და რვა პოლიციელი.