პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ შინაგანა საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დასავებულია 19 პოლიციელი.
"შეგახსენებთ, რომ დღეს მომიტინგეებმა გადაინაცვლეს ზუსტად იმ ადგილისკენ სადაც ხვალ უნდა გაიმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. პოლიციამ და ქალაქის მერიამ არაერთხელ სთხოვა მომიტინგეებს შეერჩიათ ნებისმიერ სხვა ადგილი აქციის გასამართად. ისინი სამწუხაროდ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დათანხმდნენ. შედეგად პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინებინა. მიტინგის მონაწილეებმა ამის შესახებ შესაბამის გაფრთხილება არაერთხელ მიიღეს. მიტინგის ორგანიზატორების ნაწილმა ბრიფინგი დატოვეს ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარეს ხალხის მასაში. რის შედეგადაც გარდაცვლილია ერთი პოლიციელი. 19 ადამიანია დაშავებული, მათ შორის არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია", - განაცხადა უტიაშვილმა.