"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, მოუსმინოს ხალხს.
"ეს ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რათა გამოეხატათ თავიანთი აზრი. ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, არ გამოეყენებინათ ძალა მათ წინააღმდეგ, მაგრამ კარგად დაინახეთ, რაც მოხდა. გპირდებით, რომ თავისუფალი დემოკრატები ვიბრძოლებთ, რათა ეს ხელისუფლება წავიდეს", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არიან დაშავებულები.