"სახალხო კრება შეიკრიბება და შემდგომი მოქმედების გეგმებს დასახავს", - ამის შესახებ კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა. Mისი განცხადებით, ყველა პარტია, მთელი საზოგადოება რომ დამდგარიყო მომიტინგეთა გვერდით, ეს არ მოხდებოდა.
"პატრულის მხრიდან მოხდა გასროლა იმ მიმართულებით, სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. ღასაკვირველია, ეს იყო წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული ქმედება. მთელი საზოგადოება, ყველა პარტია რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყო, ეს ამბავი არ მოხდებოდა. საჭიროა, ხალხმა ახლა მაინც გამოიჩინოს ერთიანობა" , - განაცხადა ბურჯანაძემ.
კითხვაზე, თუ სად იმყოფებიან კრების ლიდერები, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ საბედნიეროდ, საქართველოში კიდევ დარჩა სანდო ხალხი, რომელთა ნდობაც შეიძლება.
"აქცისს ორგანიზატორებადგილსამყოფელს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გპირდებით, რომ შევიკრიბებით და მოქმედების გეგმებს დავსახავთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველიგამზირზე მიმდინარე აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არიან დაშავებულები.