სამართალდამცველების მიერ რამდენიმე წუთის წინ დარბეულ რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
მეეზოვეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე კოლმეურნეობისა და თავისუფლების მოედნებზე არიან განთავსებულნი. ისინი ტერიტორიის დასუფთავებას უკვე შეუდგნენ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია დაარბიეს.
გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები. გაუშვეს მხუთავი გაზიც.