საქართველოშიაშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ.
ბასის განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების ვალდებულებაა, დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავდროულად, საპროტესტო მოქმედებებით არ უნდა შეილახოს სხვა მოქალაქეების უფლებები. აქციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მოქალაქეებს გადაადგილებაში და მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნაში.
ბასს აღელვებს, რომ დემონსტრანტებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვასა და კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ.
"ეს ხელს უშლის მათი მოთხოვნების მშვიდობიანი გზით შესრულებას და მათ მიმართ საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - აცხადებს ბასი.