სადეკრეტო დავალიანება ანაზღაურდება. მთავრობა მის გასტუმრებას იწყებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მთავრობამ დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით თანხები უკვე მოიძია.
"დეკრეტში მყოფი ქალბატონებისთვის თანხების გაცემა შეჩერებული იყო, რასაც "ქრისტიან-დემოკრატები" უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებდნენ და თანხების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვდნენ. ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რადგან მთავრობამ დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით თანხები უკვე მოიძია", - განუცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დავალიანების დაგროვების მიზეზი ორსულებისა და მშობიარეების რაოდენობის მატება გახდა.
შეგახსენებთ, რომ სადეკრეტო შვებულება 4-თვიანია და 600-ლარიან ანაზღაურებას გულისხმობს.