საქართველოს პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოში სანატორიუმს, სასტუმრო კომპლექსს და პრომეთეს მღვიმეს გახსნის. ქვეყნის პირველ პირს საკურორტო ზონაში ელოდოდებიან. სააკაშვილი თავდაპირველად სასტუმრო "სპა რეზორტს" გახსნის.
ევროსტანდარტების დონისEშესაბამისი დასასვენებელი კომპლექსი ამ ეტაპისთვის 59 ნომერს აერთიანებს. ერთი ნომრის ფასი 110-დან 140 დოლარამდე მერყეობს. საფასურში სამედიცინო მომსაუხრება და სამჯერადი კვებაც შედის.
"სასტუმრო სპა რეზორტი ექსპლუატაციაში 15 ივნისიდან შევა და დამსვენებელს მომსაურეობის სრულ პაკეტს შესთავაზებს. რებაილიტაცია სს "საქართველოს სასტუმროები და სპა" კერძო ინვესტიციით განხორციელდა და პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სპა რეზორტის გენერალურმა დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ სასტუმრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2010 წლის 20 მაისიდან დაიწყო.
წყალტუბოს სანატორიუმ სასუტმრო კომლექსი 16 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და ახალი ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში კომპლექსის კიდევ 2 კორპუსი გარემონტდება, რის შედეგადაც მთლიანობაში 240 დასასვენებელი ნომერი ამოქმედდება.