სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს ხელმღვანელის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით რამდენიმე ოპოზიციონერი მათ შორის გია თორთლაძე და კოკო გამსახურდია ატარებენ ბრიფინგებს და ითხოვენ მეორე არხის გამორთვას.
"ეს არის დიდი უბედურება რასაც ოპოზიციური ძალები მიმართავენ. ღეალურად, რომ ვთქვათ ოპოზიციური სპექტრი საქართველოში არ არსებობს, რადგან როგორც ვაი საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე გარე ოპოზიციას ერთი სიტყვით არ გამოუცხადებია თანადრგომა აქ მდგარი ხალხისთვის", - განაცხადა გაფრინდაშვილმა საინფორმაცო მიტინგზე სიტყვით გამსვლისას.
მანამდე კი აღმასრულებელი საბჭოს წვერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ის უკმაყოფილებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიების ქმედებებით აქციების დაწყების დღიდან.
"არცერთ ოპოზიციურ ძალას არ გაუკეთებია განცხადება და არ დაინტერესებულან იმ პიროვნებებით, რომლებიც ბოლო პერიოდში უკანონოდ დააპატიმრეს. ისინი უნდა მოსულიყვნენ და დამდგარიყვნენ ხალხის გვერდით თუმცა მათ ეს არ ქნეს" - აღნიშნა ბურჯანაძემ.