აფხაზი სეპარატისტები რუსეთს კვლავ სოხუმის აეროპორტს სთავაზობენ - აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთს შეუძლია რუსეთს სოხუმის აეროპორტი შესთავაზოს, რომელიც უკვე კარგა ხანია გარემონტებულია და მუშაობისათვის მზადაა.
"მიმაჩნია, რომ რაც უფრო ახლოა ოლიმპიადა, მით უფრო აუცილებელია სოხუმის აეროპორტი. სოჭის აეროპორტი ნისლის გამო გამუდმებით დახურულია. სულ რამდენიმე დღის წინ იგი მთელი დღეღამე იყო დახურული. ამის დაშვება კი ოლიმპიადის დროს დაუშვებელია. მას დუბლიორი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები იქნება. ჩვენი აეროპორტი კი მთელი წლის განმავლობაში ღიაა და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს", _ აცხადებს სერგეი შამბა.