რუსეთი სეპარატისტულ აფხაზეთში, კერძოდ გაგრაში სოჭის ოლიმპიურ მშენებლობაზე დასაქმებული რუსი მშენებლების ჩასახლების საკითხს განიხილავს. ეს ინფორმაცია გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.
"ამჟამად საუბარი მიმდინარეობს ჩვენს ტერიტორიაზე, გაგრაში რუსი მშენებლების განსახლების შესახებ. ჯერ-ჯერობით განიხილება ჩვენი შესაძლებლობები და წყდება, აწყობთ თუ არა მათ თავისუფალი ადგილების ის რაოდენობა, რომლებიც მზად ვართ მათ შევთავაზოთ", _ აცხადებს სერგეი შამბა.