ხვალ, 24 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე ნინოწმინდის რაიონის სოფელ განზაში შეხვედრას მოსახლეობასთან გამართავს.
იმავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ახალქალაქში ახალ ჰიდროელექტროსადგურს მოინახულებს.