11 დეკემბერს, 10:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე საზოგადოებას და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 2009 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
როგორც სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 2009 წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. სხვადასხვა სიახლე დაინერგა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. ყოველთვიურად ვრცელდება სამინისტროს ღონისძიებების ამსახველი "Nეწსლეტტერ," დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, ყველა სიახლესთან დაკავშირებით რეგულარულად ტარდება ონლაინ და პრესკონფერენციები (დაახლოებით 40-მდე პრესკონფერენცია), ძირეულად განახლდა სამინისტროს ვებგვერდი. განახლებული საიტს 400 ათასამდე ინტერნეტმომხმარებელი ესტუმრა. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, დაარსდა სტუდენტური "მწვანე კლუბი," ამოქმედდა სამინისტროს ცხელი ხაზი "070."
წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის ბოლოს მინისტრი გოგა ხაჩიძე მასმედიის წარმომადგენლებს კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე ქართული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტსაც გააცნობს. 13-18 დეკემბერს გარემოს დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პოზიციას დანიის დედაქალაქში 192 ქვეყნის სამი ათასამდე დელეგატს გააცნობს.