პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა და დისკრიმინაციული მუხლების გაუქმება მოითხოვეს.
როგორც ჟურნალისტებს პროფკავშირების თანამშრომლებმა განუცხადეს, მოქმედი კანონმდებლობით არ არის დაცული დასაქმებულების უფლებები. ხარვეზებია სადეკრეტო შვებულებების კუთხითაც.
პროფესიული კავშირების გაერთიანება პარლამენტს მათი მოთხოვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და კანონში ცვლილებების შეტანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებით იმუქრება.