21 მაისს, 13:00 საათზე, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ახლადრეაბილიტირებული კულტურის ცენტრს გახსნის.
„კულტურის ცენტრში თბილისიდან მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები იმუშავებენ, რომლებიც ბავშვებს ხატვას, თოჯინების კერვას, თექასა და გობელინზე მუშაობას შეასწავლიან. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის წრის გახსნაც. ამჟამად ერთი პედაგოგი გვყვავს და მას ხელფასს ადგილობრივი გამგეობა უხდის", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ლია აჭიშვილმა.
კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წლის მარტში დაიწყო. შენობის რეაბილიტაცია 25 ათასი ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.