ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანს მგლები შეესივნენ. გუშინ, ღამით, მგლებმა ვახტანგ ბაიხოძის 11 ცხვარი შეჭამეს. 15-16 მაისს მტაცებლებმა შოთა არაბულისა და ოთარ ფარეულიძის 19 ცხვარი შეჭამეს, 3 კი დაგლიჯეს. მოსახლეობა სოფელში მონადირეების სადღეღამისო მორიგეობის დაწესებას ითხოვს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, მონადირეთა ჯგუფის შექმნა უკვე მიმდინარეობს. „მონადირეებს ტყვია წამალს მივცემთ და სოფელში იმორიგევებნ", - აღნიშნა გამგებელმა.