სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 2009 წლის I ნახევრის ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს და სასამართლო სტრუქტურას აძლევს რეკომენდაციას, რომ გატარდეს რამდენიმე ღონისძიება არსებული დარღვევების საფუძველზე.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში გამოიკვეთა ორი სახის დარღვევა. ეს არის დაცვის უფლების განხორციელების საშუალება თანაბრად მიეცეს ორივე მხარეს და მეორე - თანაბარ პირობებში მოხდეს მოწმეთა დაკითხვა.
სასამართლოში არსებულ დარღვევებზე საუბრისას ტუღუშმა მაგალითად მოიყვანა ხონის ფაქტი, როდესაც მოსამართლემ ადვოკატს 20-ტომიანი საქმის გასაცნობად 25 წუთი მისცა.