კონსტიტუციური უსართხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე დააკავეს.
როგორც კუდ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, მებაჟე ზურაბ გულბანი საბაჟო გადასახადების შემცირების სანაცვლოდ მოქალაქეებს ქრთამის სახით სისტემატურად სძალავდა თანხას. ის დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მორიგი 500 ლარის აღების ფაქტზე.
დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს