სახალხო დამცველი გიორგი ვერ ხსნის თუ რატომ ითვლება ტელევიზორის ქონა პატიმრებისათვის გაუმართლებელ ფუფუნებად. როგორც იგი აღნიშნავს მთელ რიგ სასჯელთაღსრულებით დაწესებულებებში ტელევიზორები აქვთ მხოლოდ იმ პატიმრებს, რომლებიც სამეურნეო ნაწილში მსახურობენ. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში იქნა განხილული.
"პატიმრებისათვის ტელევიზორების აკრძალვა არ შეიძლება გამართლდეს რაიმე ლეგიტიმური ამოცანის მიღწსვის აუცილებლობით", - აცხადებს ტუღუში და აღნიშნავს, რომ დღევანდელ ვითარებაში ტელევიზორი არის პატიმრებისათვის ინფორმაციის ერთადერთი წყარო და ეს აუცილებელია ამ პირების შემდგომი რესოციალიზაციისათვის.