დღეს, 18 მაისს, წალკასა და რუსთავში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
კომიტეტის თავმჯდომარე და მინისტრი საზოგადოებას 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს მთავრობის ხედვას გააცნობს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრებიან, რომელთაც საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების შესახებ მოსაზრებები გამოთქვან.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდება ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ხონში, თელავში, ამბროლაურში, ჭიათურაში, ქუთაისსა და გორში.