ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს კასპის მუნიცაპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ლია სოზიაშვილი.
გამოძიებთ დადგენილია, რომ ლია სოზიაშვილმა ბოროტად ისარგებლა თავაისი სამსახურეობრივი მდგომარეობით და ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ ფირმას უფლება მისცა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის კუთვნილი საბაშვო ბაღები 11 ლარად ღირებული მაღალი ხარისხის საქონლის ხორცის ფარშის ნაცვლად მოემარაგებინათ 6 ლარიანი დაბალი ხარისხის ღორის ხორცისა და სოიოს ნარევი გაყინული ფარშით. ლ. სოზიაშვილი ბაღის გამგეებს თავად უკავშირდებოდა, აღნიშნული პროდუქციის მიღებაზე უთანხმდებოდა და ყურაღდებას აქცევდა, რომ ბუღალტერიას აღნიშნულ ფირმასთან ანგარიშსწორება დროულად განეხორციელებინა. ამ საქმიანობისათვის ლია სოზიაშვილმა ფირმის წარმომადგენლისაგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 210-ე და 218-ე მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.