შს სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები მუჰამეტ ონდერი და მუსტაფა აიგიუნი, რომლებმაც თურქეთის ქალაქ არდაშენში, ცეცხლსასროლი ირაღების გამოყენებით და ძალადობის გზით მძევლად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ემზარ ვაშაყმაძე და მის სიმამრს გოჩა წითელაძეს გამოსასყიდის სახით მოსთხოვეს 30 000 ამერიკული დოლარი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ მძევლის ლიკვიდაციით.
დაკავებისას მუსტაფა აიგიუნმა შეირაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და შეეცადა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოეკლა გოჩა წითელაძე. დამნაშავეების დაკავების შემდეგ წარმატებით დასრულდა მძევლის გათავისუფლების ოპერაცია.
დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.