თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე აშენდა. გლდანი - ნაძალადევის რაიონის პოლიციის პირველი განყოფილებაში 52 თანამშრომელი იმუშავებს და გლდანის „ა" , პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მიკრო-რაიონების მოსახლეობას მოემსახურება.
უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ორი ახალი შენობა აშენდება. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია.
პოლიციის ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე თბილისის მერიამ იზრუნა. დაიგო ასფალტის საფარი, ქვაფენილი, მოეწყო პარკირების ადგილები და შენობის ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანდა.
შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრებიან.