სასატუმროებში განთავებულ ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს ბათუმის ცენტრიდან გადასვლა არ მოუწევთ.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ბათუმის ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, სასტუმროებში განთავსებულ ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს შეზღუდვები არ დაუწესდებათ და ისინი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
როგორც ცნობილია, ბათუმის ტერიტორიაზე აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის ახალი ადგილები გამოიყოფა. საუბარია ბათუმის ცენტრიდან ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების პერიფერიულ უბნებში გადატანაზე.
ბათუმის ცენტრიდან ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბების გადატანაზე და მათთვის ახალი ადგილების გამოყოფაზე ბათუმის საკრებულოში 20 მაისისთვის დაგეგმილ სხდომაზე ისჯელებენ.