ბერძენი სამართალდამცველების მიერ დაკავებული 14 ქართველის დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება.
მანამდე კი დაკავებულები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ქართველები პოლიციამ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში იპოვა.
საქართველოს მოქალაქეებს საბუთებიც არ ჰქონდათ. ამჟამად ყველა მათგანი ქალაქ ალექსანდროპოლის ციხეში იმყოფება.
დაკავებულია ავტობუსის ბერძენი მძღოლიც, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.