თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 2011 წლის 19 აპრილს, ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1994 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რომელიც ბრალდებულია თორნიკე ქოროღლიშვილის მკვლელობაში.
აღნიშნული დანაშაულის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 1994 წელს დაბადებული თორნიკე ქოროღლიშვილი, ხოლო 1994 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, მრავლობითი ჭრილობებით, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
ასევე, დაკავებულია აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ოთხი პიროვნება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 376, 108 და 19-108 მუხლებით.