ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბორის სიჭინავა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიჭინავა 1958-67 წლებში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში თამაშობდა.
1964 წელს იგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1962 და 1967 წლებში კი საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
თბილისის "დინამოს" მაისურით ჩატარებულ 313 ოფიციალურ მატჩში (ჩემპიონატი, თასის გათამაშება, საერთაშორისო შეხვედრები) სიჭინავამ 7 გოლი გაიტანა. 2 მაისს მას 76 წელი შესრულდა.
აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, სიჭინავამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ის წვრთნიდა თბილისის "დინამოს", საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და სხვადასხვა გუნდებს.
1978 წელს სიჭინავას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.