თურქული მხარე ქალაქ რიზეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი ქართველის ვინაობას ასახელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, დანაშაულში 44 წლის როსტომ სილაგაძე და 37 წლის ზვიად სანოძე მონაწილეობდნენ. ისინი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მათი აყვანა მაშინ მოხდა, როცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
რაც შეეხება დანაშაულში ეჭვმიტანილ დანარჩენ 4 ქართველს, ისინი ამ დრომდე იძებნებიან.
საქართველოს 6-მა მოქალაქემ თურქი ცოლ-ქმარი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გაძარცვეს. თურქი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.