ცნობილ რუს მომღერალ მაშა რასპუტინას ყოფილი ქმარი ვლადიმერ ერმაკოვი უჩივის.
ვლადიმერ ერმაკოვმა განცხადებით მიმართა პოლიციას. მისი ადვოკატის სერგეი ელისეევის განცხადებით, ერმაკოვი ითხოვს, რომ რასპუტინას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
„რასპუტინამ და მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ ერმაკოვი უკანასკნელი სიტყვებით გალანძღეს, ინცესტში დაადანაშაულეს, ამასთან არ მისცეს საშუალება თავი ემართლებინა. განა შეიძლება ეკრანიდან მსგავსი განაცხადო? ვლადიმერ ერმაკოვს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას ღირსება. საჩივარი ორი სახის იქნება, ერთი - შეურაცხყოფისათვის და მეორე ინცესტის დაბრალებისათვის. თავისუფლების აღკვეთას მომღერალს რა თქმა უნდა არავინ შეუფარდებს, თუმცა ამას კანონის მუხლი ითვალისწინებს. სავსებით შესაძლებელია მას აიძულონ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გასწიოს", - განაცხადა ელისეევმა.
მაშა რასპუტინა 10 წელზე მეტია დაშორდა მეუღლესა და მისი უფროსი ქალიშვილის მამას ვლადიმერ ერმაკოვს. მშობლების განქორწინების გამო უსახლკაროდ დარჩენილ ლიდას დეპრესია დაეწყო და ფსიქიკური აშლილობით საავადმყოფოში მოხვდა.
ამჟამად, იგი ბედნიერ ქორწინებაშია ბიზნესმენ ვიქტორ ზახაროვთან,რომელთანაც შვილი მაშა ეზრდება. ახლახან, მომღერალმა ოჯახური კონფლიქტი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. რასპუტინამ ანდრეი მალახოვის გადაცემაში "დაე ილაპარაკონ" ყოფილი მეუღლე შვილთან სექსუალურ ურთიერთობაში დაადანაშაულა.