თურქეთში, ქალაქ რიზეში, ქართველებმა პენსიონერი ცოლ-ქმარი განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კარგად იცნობდნენ დამქირავებლებს და მათი შესაძლებლობა იცოდნენ. მოხუცები მათ ენდობოდნენ, რადგან რამდენიმე წლის წინ იგივე სახლი გაარემონტეს, ამიტომაც ისინი მოხუცებმა ხელმეორედ დაიქირავეს. ამასთან, ქურდებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ცოლ-ქმარს პენსია ორი დღის აღებული ჰქონდა.
რამდენიმედღიანი სარემონტო სამუშაოს შემდეგ ქართველებმა ყაჩაღობა დაგეგმეს. გვიან ღამით ისინი სახლში შევიდნენ და მოხუცი ცოლ-ქმარი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ სცემეს, ბოლოს კი ოჯახის უფროსი, 73 წლის აკაბუნდუზი მოკლეს. მისმა მეუღლემ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით სიკვდილის სიმულაცია მოახდინა. სამართალდამცავებმა იგი ბოროტმოქმედების წასვლის შემდეგ ოთხ საათში იპოვეს. ამ ხნის განმვლობაში მოხუცი მეზობლებს შველას სთხოვდა. დამნაშავეებს მკვლელობისას იარაღი არ გამოუყენებიათ, მხოლოდ სასტიკად სცემეს.
დაჟეჟილობითა და მრავლობითი მოტეხილობით ელის აკაბუნდუზი ტრაპიზონის ცენტრალურ კლინიკაში, მისი მეუღლე კი პროზექტურაში გადაიყვანეს. ქართველებმა 2600 ლირა, მობილური ტელეფონები, ოქროს სამკაულები და ტანსაცმელი წაიღეს. მომხდარიდან მალევე თურქმა სამართალდამცავებმა 6 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათგან ორმა დანაშაული აღიარა.
ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში 6 ქართველი იმყოფება, დანაშაული ორმა აღიარა. თურქ სამართალდამცავთა თქმით, ისინი მაშინ აიყვანეს, როცა სატვირთო მანქანით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, უფრო ადრე თურქეთში მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს. აპრილში სტამბულში ეკატერინე და ვიოლა ოჩხიკიძეებმა 11 წლის მოზარდი მოკლეს; აფხაზეთიდან დევნილმა გოგა ჩხარკავამ სასტუმროს მეპატრონე მოკლა. თურქეთში კონფლიქტს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე რევაზ ჯგერენაია ემსხვერპლა, რომელიც დარაჯად მუშაობდა და დამქირავებელი მას ხელფასს არ უხდიდა.