სეპარატისტულ აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა იარაღის რამდენიმე სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"9 მაისს დასახლებულ პუნქტ გენწვიშის სასაზღვრო რაზმმა სახელმწიფო საზღვრიდან 15 კილომეტრში, მიტოვებული სახლის ეზოში ორი 122-მილიმერიანი ნაღმი აღმოაჩინეს. 11 მაისს კი აღმოჩენილ იქნა სამალავი, რომელშიც 1 "ფ-1" ნაღმი, 5,45 და 7,62 კალიბრის 400 ვაზნა და კალაშნიკოვის ავტომატის ორი მჭიდი აღმოაჩინეს.
13 მაისს ბომბორას დასახლებულ პუნქტში, სამხედრო ობიექტის მშენებლობის ადგილზე აუფეთქებელი 76-მილიმეტრიანი ნაღმი აღმოაჩინეს, რომელიც კოროზირებული იყო", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტების გამო საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ე. წ. სამხედრო პროკურორი, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და აფხაზეთის ე. წ. უშიშროების სამსახური.
მათივე ინფორმაციით, ნაპოვნი საბრძოლო მასალა რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს გადაეცათ.
"სამალავში დამალული იარაღით შესაძლოა დივერსიულ ჯგუფებს ესარგებლათ მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", _ მიიჩნევენ რუსი ოკუპანტები.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის 3 და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი 14 ადამიანი. "მათი დათვალიერებისას ამოღებულია საზვრის დამრღვევების კუთვნილი ტვურთიც: 8 ტონა ქვიშა და 30 კილოგრამზე მეტი საკვებუ პროდუქტი. ასვეე 3 ტონამდე ჯართი", _ იუწყება აფხაზური მხარე.