ბოლო ერთ დღეში საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ 50 ადამინი დაინფიცირდა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანაში H1N1 ვირუსით ამ დროითვის ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 422 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი მატარებელი გაცილებით ბევრია.
საქართველო ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება. დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ჯანდაცვის სამინისტრო იანვარში პროგნოზირებს.