თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი.
ბრალდებულები თურქ ბიზნესმენთან მუშაობდნენ და მის კუთვნილ მამულებს ამუშავებდნენ რიზეში.
როგორც თურქი სამართალდამცავები აცხადებენ, ბოროტმოქმედებმა ძვიფასეულობა გაიტაცეს. კერძოდ, 2 ათას 600 ლირა ანუ დაახლოებით 2800 ლარი, მობილური ტელეფონები და ოქროს სამკაულები წაიღეს, რომელთა ზუსტი რაოდენობაც უცნობია.
ამ დროისთვის თურქმა სამართალდამცავებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, ორს კი ახლაც ეძებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ორმა ეჭვმიტანილმა უკვე შეძლო საზღვრის გადაკვეთა და ისინი საქართველოში იმყოფებიან.