სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟს არ გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში.
დღეს არსებული რეგულაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისთვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დოკუმენტის გამოთხოვის შემთხვევისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა.