დღეს, 10 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდებიან.
მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრაზე კომისიის წევრები კომისიისა და პროკურატურის უერთიერთკოორდინაციის საკითხებს განიხილავენ.
დეპუტატები განმარტავენ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადრაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბევრი მასალა ინახება, რაც კომისისიას შემდგომ მუშაობაში დაეხმარება.
შესაძლებელია პროკურატურაში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კომისისიასთან მუდმივად ითანამშრომლებს.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინახება აქამდე ჩატარებული გამოძიების საკმაოდ მდიდარი მასალა. საუბარია 6 ტომზე, რომელიც უშუალოდ გარდაცვალების საკითხს შეეხება", - განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ და ზვიად გამსახურდიას ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ.