უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში წარადგინა კანონპროექტები საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ.
კანონპროექტების მიხედვით, საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივება იგეგმება 2026 წლის 4 მაისიდან დამატებით 90 დღით — 2026 წლის 2 აგვისტომდე.
შესაბამისად, პარლამენტი საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების საკითხს უკვე მე-19-ჯერ განიხილავს.
ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს და რომ მანამდე საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელი იქნება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველას გვინდა ომის დასრულება და მაშინ დასრულდება საომატი მდგომარეობაც. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე რეალურად ეს ომი არ დასრულდება, რადგან არსებობს რისკი, რომ ასეთ მეზობელთან აგრესია განმეორდეს,“ - განაცახდა ზელენსკიმ