10 დეკემბერს, 11:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანება, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრეზენტაციას გამართავს. წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია შრომით სფეროში არსებულ ვითარებაზე, ტრეფიკინგის შემთხვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 10 დეკემბერს 14:00 საათზე, პროფკავშირების ათასამდე წარმომადგენელი, პარლამენტის შენობის შესასვლელთან (საშვთა ბიუროს მხრიდან) შეიკრიბება და კანონმდებლებს შრომის კოდექსის დისკრიმინაციულ მუხლებს შეახსენებს. მთავარი მოთხვნა შრომის კოდექსში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანა იქნება.