გურჯაანში 53 წლის მალხაზ უტიაშვილს ყოფილმა სიძემ მიკროავტობუსი დააჯახა.
ზაზა ქაჩლიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, უტიაშვილი კი ქვედა კიდურების მოტეხილობებით გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტს წინ კამათი უძღოდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. პოლიცია ზაზა ქაჩლიშვილს უკვე ეძებს.