11 წლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი ქართველ მსმენელს დღეს ისევ უმღერებს.
გვერდწითელის საღამოს დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.
კონცერტზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ალექსანდრე ბასილაიას, ბიძინა კვერნაძის და გია ყანჩელის ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება.
ცნობილია, რომ მომღერალი სამების გუნთან ერთად პატრიარქის ორ საგალობელსაც შეასრულებს. სულ 20-მდე მუსკალურ ნომერს დირიჟორობას ნიკა მემანიშვილი და უკრაინელი დირიჟორი მაქსიმ კუზინი გაუწევენ.
მუსიკოსებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს.
გუშინ თამარ გვერდწითელი პატრიარქმაც მიიღო და დალოცა.